რეგისტრაცია


ძვირფასო მორბენალო!

 

2019 წლის 20 აპრილს, შაბათს გთავაზობთ შემდეგ გარბენებს:

 

დისტანციადასაწყისიასაკობრივი ჯგუფისაფასური
10 კმ გარბენი 19.30 14 წლიდან 25 ლარი
21,1 კმ ნახევარმარათონი 19.30 16 წლიდან 50 ლარი
1000 მ ბავშვთა გარბენი 18.40 10 – 13 უფასო
500 მ ბავშვთა გარბენი 18.50 6 – 9 უფასო

 

იმ შემთხვევაში თუ ხართ გუნდი, კლუბი, კომპანია ან უბრალოდ ენთუზიაზმით სავსე მორბენლების ჯგუფი და გსურთ დარეგისტრირება ექვსი ან მეტი მორბენლისა, გთხოვთ მოგვმართოთ გუნდების რეგისტაციისთვის.

 

ყველა მორბენალს 18 წლიდან შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ გარბენში. 14-15 ასაკობრივი ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს მონაწილეობა მხიარულ გარბენში; 16-17 ასაკობრივი ჯგუფი კი- ორივეში. (მხიარული გარბენი და ნახევარმარათონი). გთხოვთ გამოგვიგზავნოთ კანონიერი მეურვის/მშობლის წერილობითი თანხმობა. სპორტული კლუბისა თუ ფედერაციის წევრობის მოწმობა საჭირო არ არის.

 

გაითვალისწინეთ:

ონლაინ რეგისტრაცია შეწყდება გარბენამდე რამოდენიმე კვირით ადრე. ვადის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ მიმართოთ დაგვიანებულ რეგისტრაციას, ინფორმაცია იხილეთ ბლოკში „ინფორმაცია“.

 

თუ დაინტერესებული ხართ საცხოვრებლის ბათუმში დაჯავშნით, დაუკავშირდით „კოლიზეუმ მარინას“. სასტუმრო, როგორც გარბენში მონაწილეებს, გთავაზობთ სპეციალურ პაკეტებს რათა გაატაროთ დაუვიწყარი, შეუდარებელი შაბათ-კვირა ბათუმში.


მდებარეობა
  • შერფი ხიმშიაშვილის ქ. 16, ბათუმი, აჭარა, საქართველო
  • მობილური
  • 579 88 00 00
  • ელ-ფოსტა
  • info@batumi-marathon.com