პირობები


ძვირფასო მორბენლებო!

 

ქვემოთ მოცემულია მონაწილეობის წესები. გვესმის, რომ ამ ნაწილის კითხვა არავის სიამოვნებს, მაგრამ გთხოვთ, ეს ნაწილი ყურადღებით წაიკითხოთ.

 

წესები ყველა THE GREAT BATUMI NIGHT RACE  მონაწილისთვის მოქმედია.

 

წესები აწესრიგებს ურთიერთობას მოწილეებსა და საორგანიზაციო ჯგუფს შორის, რომელშიც ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა. გარდა ამისა, ისინი წარმოადგენენ მონაწილეებსა და საორგანიზაციო ჯგუფს შორის დადებული შეთანხმების ნაწილს. მონაწილეთა ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე, შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ორგანიზატორმა გამოაქვეყნა ინტერნეტში ან წერილობითი ფორმით, წესების განუყოფელ ნაწილად იქცევა.

 

დასაშვები ასაკობრივი ჯგუფების შესახებ ინფორმაცია მითითებულია ბლოკში „ინფორმაცია“.

 

მორბენლები 18 წლიდან დაიშვებიან ყველა გარბენზე. არასრულწლოვანთა მონაწილეობა დასაშვებია კანონიერი მშობლის/მეურვის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. სპორტული კლუბის წევრობის მოწმობა საჭირო არ არის.

 

ყველა მორბენალი, რომელიც ფლობს ოფიციალურ სარბენ ნომერს, უფლებამოსილია დაიწყოს გარბენი. სარბენი ნომერი უნდა მიმაგრდეს სარბენი ფორმის წინა მხარეს. წარწერის ცვლილება ან  დაფარვა ნებისმიერი სახის ლოგოებით აკრძალულია და დისკვალიფიკაცის საფუძველს წარმოადგენს. მორბენლები სარბენი ნომრების გარეშე მარშრუტზე არ დაიშვებიან.

 

სარბენი ნომრის გადაცვლა შესაძლებელია ხელმოწერილი ფორმის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელშიც მითითებული იქნება მორბენლის მონაცემები (სახელი და გვარი, მისამართი და სხვა) მას შემდეგ რაც აიღებთ სასტარტო ჩანთას.

 

THE GREAT BATUMI NIGHT-ზე რეგისტრაციისას მონაწილე ადასტურებს: „ვიაზრებ რა, რომ არც ერთი სახის დაზიანებაზე, რომელიც შესაძლებელია გარბენის მიმდინარეობისას მივიღო, პასუხისმგებლობა საორგანიზაციო ჯგუფს არ ეკისრება. ამასთანავე, ვაცხადებ, რომ დაზიანების მიღების შემთხვევაში არ ვეჩხუბები/ვუჩივლებ ორგანიზატორებს, სპონსორებსა თუ  ქ. ბათუმს. ჩემთვის ცნობილია, რომ გარბენი გაიმართბა ნებისმიერ ამინდში და რომ საორგანიზაციო ჯგუფი იტოვებს უფლებას „გარდაუვალი საფრთხის“ მოახლოების შემთხვევაში, მაგალითად, შტორმი, ფორსმაჟორული სიტუაცია, ტერორისტული თავდასხმა და სხვა, შეწყვიტოს/გააუქმოს გარბენი მონაწილეობის საფასურის დაბრუნების გარეშე.

 

ვადასტურებ, რომ ვარ ფიზიკურად მზად, იმისთვის, რომ მივიღო მონაწილეობა გარბენში და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმებული და დადასტურებულია ექიმის მიერ; ასევე, არ ვიყენებ დოპინგს, რეგიდტრაციის დროს მითითებული დაბადების თარიღი და სხვა პირადი ინფორმაცია სწორია. თანახმა ვარ, გამოყენებულ იქნას რეგისტრაციის დროს მითითებული ჩემი ინფორმაცია, ფოტო სურათები, ვიდეოები და ინტერვიუები ნებისმიერ მედია საშუალებაში ანაზღაურების გარეშე. გარდა ამისა, არ გავუცვლი სარბენ ნომერს სხვა მორბენალს არასანქცირებულად, რადგან ჩემთვის ცნობილია, რომ ვიქნები დისკვალიფიცირებული ნებისმიერი სახის ცვლილებისთვის.

 

რაიმე სახის სპორტული (სკეიდბორდები, ხელჯოხები და მსგავსი) და/ან ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლისთვის საშიში მოწყობილობებით მონაწილეობა/დასწრება აკრძალულია. უსაფრთხოების მიზნით, მონაწილეობა ეტლებითა და ე.წ. ხელის ველოსიპედებით დასაშვებია მხოლოდ საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებით. ასევე, არაა ნებართული ველოსიპედების, სკეიდბორდებისა თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებების თანხლება/გამოყენება და ცხოველების ყოლა გარბენზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მორბენლის დისკვალიფიკაცია.

 

საერთაშორისო შეჯიბრებების წესების თანახმად, არ არის ნებადართული მოწყობილებების გამოყენება, რომლებიც გამოსცემენ ხმას, მაგალითად MP3 ფლეიერი, მობილური ტელეფონი და სხვა. მიზეზი მდგომარეობს შემდეგში: მუსიკის მოსმენისას გარემოს წყდებით და არ გესმით სხვა, გარეშე ხმები, რომლებიც საფრთხის თავიდან არიდებაში გეხმარებათ, იქნება ეს ძაღლის ყეფა თუ მომუშავე პერსონალის სიტყვიერი გაფრთხილება. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ ნუ გამოიყენებთ ყურსასმენებს და დატკბით თქვენს გასამხნევებლად მოსული ხალხითა და სპეციალურად თქვენთვის მოწვეული პრეზენტატორის მოსმენით, რომელიც, თავის მხრივ, მუსიკას შემოგთავაზებთ. მოწყობილობები, რომლებიც აფიქსირებენ პულსს, სიჩქარესა თუ ნაბიჯების რაოდენობას დასაშვებია გარბენზე.

 

საორგანიზაციო ჯგუფის მიერ გაცემული მითითებები ოფიციალურია და შესასრულებლად სავალდებულო. კერძო შემთხვევებში, ორგანიზატორს უფლება აქვს გამოთიშოს მორბენალი იმ შემთხვევაში თუ ის საფრთხეს უქმნის სხვას ან მისი ჯანმრთელობაა ეჭვქვეშ; იმავე პრეროგატივით სარგებლობენ სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრები, ექიმები. იურიდიული საბუთების გაცემა/მიღება შეუძლია მხოლოდ საორგანიზაციო ჯგუფის ავტორიზებულ წევრს.

 

ორგანიზატორი, განზრახ და უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევის გარდა, ფორსმაჟორისა და ოფიციალური დირექტივების საფუძველზე უფლრბამოსილია გააუქმოს გარბენი; მოცემული შემთხვევა არ ითვალისწინებს თანხის უკან დაბრუნებასა თუ რაიმე სახის კომპენსაციას.

 

მონაწილეობის ნებისმიერი მიზეზით გაუქმების შემთქვევაში (ავადმყოფობა, სამსახური თუ სხვა) თანხა არ ბრუნდება. გამონაკლისი შემთხვევაა თუ მონაწილის გამოთიშვა ორგანიზატორის ბრალითაა გამოწვეული.

 

რეგისტრაცია ყველა მონაწილეობის მსურველისთვის სავალდებულოა და მონაწილეობის გაუქმების/თავშეკავების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.

 

ჩემთვის გასაგები და ცნობილია, რომ თუ არ დავემორჩილები წესებს, საორგანიზაციო ჯგუფი უფლებამოსილია გამომთიშოს გარბენიდან.

 

თქვენი მონაცემები შეინახება ელექტრონულად.


მდებარეობა
  • შერფი ხიმშიაშვილის ქ. 16, ბათუმი, აჭარა, საქართველო
  • მობილური
  • 579 88 00 00
  • ელ-ფოსტა
  • info@batumi-marathon.com