მედია


ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო!

 

THE GREAT BATUMI NIGHT RACE საორგანიზაციო ჯგუფი გითვლით თბილ სალამს! მოხარულნი ვართ თქვენი დაინტერესებით. ჩვენგან მიღებთ ოფიციალურ აკრედიტაციას.

 

გაითვალისწინეთ:

  • იმისათვის , რომ მიიღოთ აკრედიტაცია უნდა გამოგზავნოთ მეილი 2019 წლის 12 აპრილამდე.
  • მიმაგრებული ფაილის სახით გამოგზავნეთ თქვენი press Card
  • აკრედიტაცია უფასოა.
  • აკრედიტაცია გადაეცემათ ჟურნალისტებს, რომლებიც წერენ/აქვეყნებენ ინფორმაციას გარბენის შესახებ.
  • მედია წარმომადგენლებს აქვთ ექსკლუზიური უფლება გამოიყენონ მატერიალები.
  • აკრედიტაციის დამზადების შემდეგ მისი მიღებისთვის, რაზეც ინფორმაციას მოგაწვდით, გთხოვთ მობრძანდეთ საორგანიზაციო ჯგუფის ოფისში.
  • გადმოგეცემათ საიდენტიფიკაციო კარტა, რომლის ტარებაც მუდმივად სავალდებულოა და საორგანიზაციო ჯგუფის თხოვნის საფუძველზე უნდა წარუდგინოთ წარმომადგენელს.
  • გარბენის დღეს, საწყის წერტილთან მისვლისთანავე დაუკავშირდით გარბენის დირექტორს.
  • გთხოვთ, თქვენი ქმედებით ხელი არ შეუშალოთ მორბენლებსა თუ საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებს.
  • გთხოვთ დაემორჩილოთ პოლიციისა და ორგანიზატორების მითითებებს.
  • გთხოვთ, მიმართოთ ორგანიზატორს იმ შემთხვევაში, თუ გარბენის განმავლობაში მარშრუტზე რაიმე სახის სატრანსპორტო საშულებით აპირებთ გადაადგილებას.
  • გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ასლი, ლინკი ან სხვა სახის ჩანაწერი გარბენის ირგვლივ.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ.


მდებარეობა
  • შერფი ხიმშიაშვილის ქ. 16, ბათუმი, აჭარა, საქართველო
  • მობილური
  • 579 88 00 00
  • ელ-ფოსტა
  • info@batumi-marathon.com