ინფორმაცია


ძვირფასო მორბენალო!


2019 წლის, 20 აპრილის, გარბენის შედეგები შეგიძლია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://event.batumi-marathon.com/Results

 

მოგესალმებით, ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ. კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ ნებისმიერ დროს. გისურვებთ ნაყოფიერ ვარჯიშსა და საუკეთესო შედეგებს თქვენი გარბენისათვის.

 

თარიღი

აპრილი, 2020 წელი

 

ადგილმდებარეობა

ბათუმი/ აჭარა / საქართველო

მცირე ინფორმაცია ბათუმის შესახებ!

 

მიმღები და ორგანიზატორი

სასტუმრო კოლიზეუმ მარინა

ხიმშიაშვილის ქუჩა N16

6015 ბათუმი/ აჭარა / საქართველო

კონტაქტი: +995 422 24 44 00

ელექტრონული მისამართი: www.colosseummarina.ge

ელ-ფოსტა: info@colosseummarina.ge

 

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@batumi-marathon.com

 

AIMS ლიცენზია

პროექტი დამტკიცებულია საერთაშორისო მარათონებისა და გრძელ დისტანციაზე გარბენების ასოციაციის მიერ.

 

დისტანცია, დასაწყისი, ასაკობრივი ჯგუფები და მონაწილეობის საფასური

 

დისტანციადასაწყისიასაკობრივი ჯგუფისაფასური
10 კმ გარბენი 19.30 14 წლიდან 25 ლარი
21,1 კმ ნახევარმარათონი 19.30 16 წლიდან 50 ლარი
1000 მ ბავშვთა გარბენი 18.40 10 – 13 უფასო
500 მ ბავშვთა გარბენი 18.50 6 – 9 უფასო

 

მონაწილეობის საფასურთან ერთად საკრედიტო ბარათის საპროცენტო თანხა 3,6%-ს შეადგენს, ვალუტის კურსის გათვალისწინებით.

 

იხილეთ მონაწილეობის საფასურში შემავალი სერვისები
  • AIMS-ის წესებისა და რეგულაციების დაცვით ორგანიზებული გარბენი
  • გარბენის უნიკალური მაისური
  • სრულიად თავისუფალი გზა
  • მორბენლის დროის მთვლელ ჩიპი
  • მედალი
  • დროის მონიტორინგი ონლაინ
  • ამოსაბეჭდი სერთიფიკატი
  • პროფესიონალი წამყვანები სტარტსა და ფინიშთან
  • გართობა
  • ძალის აღმდგენები გარბენის მარშრუტზე და დასრულების შემდეგ
  • სამედიცინო დახმარება
  • დაჯილდოვება

 

ნახევარმარათონის გარბენის პრიზები

ყველა გარბენის მონაწილე, რომელიც გადაკვეთს ფინიშის ხაზს მიიღებს სპეციალურ მედალს

 

საჩუქრები ნახევარმარათონის გამარჯვებულებისთვის

 
პირველი ადგილი კაცებში

2000 ევრო

მეორე ადგილი კაცებში

1500 ევრო

მესამე ადგილი კაცებში

1000 ევრო

პირველი ადგილი ქალებში

2000 ევრო

მეორე ადგილი ქალებში

1500 ევრო

მესამე ადგილი ქალებში

1000 ევრო

 

საჩუქრები (ასაკობრივი ჯგუფი-40 წლიდან)

 

გამარჯვებული კაცებში

პრიზები

მეორე ადგილი კაცებში

პრიზები

მესამე ადგილი კაცებში

პრიზები

პირველი ადგილი ქალებში

პრიზები

მეორე ადგილი ქალებში

პრიზები

მესამე ადგილი ქალებში

პრიზები

 

10 კმ გარბენის პრიზები

ყველა გარბენის მონაწილე, რომელიც გადაკვეთს ფინიშის ხაზს მიიღებს სპეციალურ მედალს

 

საჩუქრები ნახევარმარათონის გამარჯვებულებისთვის

 
პირველი ადგილი კაცებში

პრიზები

მეორე ადგილი კაცებში

პრიზები

მესამე ადგილი კაცებში

პრიზები

პირველი ადგილი ქალებში

პრიზები

მეორე ადგილი ქალელბში

პრიზები

მესამე ადგილი ქალებში

პრიზები

 

საჩუქრები (ასაკობრივი ჯგუფი-40 წლიდან)

 

გამარჯვებული კაცებში

პრიზები

მეორე ადგილი კაცებში

პრიზები

მესამე ადგილი კაცებში

პრიზები

პირველი ადგილი ქალებში

პრიზები

მეორე ადგილი ქალებში

პრიზები

მესამე ადგილი ქალებში

პრიზები

 

დაჯილდოების ცერემონია დაიწყება, გარბენის შემდეგ, დაახლოებით 22:00 საათზე START/FINISH-თან

 

რეგისტრაცია, დროის მონიტორინგი, შედეგები და კლასიფიკაცია.

დარეგისტრირდით აქ: რეგისტრაცია

 

ყველა მორბენალს 18 წლიდან უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა გარბენებში. 14-15 ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობას იღებს 10 კმ გარბენში; 16-17 ასაკობრივ ჯგუფს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს 10 კმ გარბენსა და ნახევარმარათონში. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ მშობლის/კანონიერი მეურვის წერილობითი თანხმობა. (სპორტული კლუბისა თუ ფედერაციის წევრობის მოწმობა საჭირო არ არის.)

 

11 მარტამდე დარეგისტრირებული ყოველი მონაწილე მიიღებს სპეციალურად მისთვის დამზადებულ სარბენ ნომერს სახელით.

 

დროის მონიტორნიგი მიმდინარეობს ელექტრონულად ონლაინ სარბენ ნომერში ჩამაგრებული ჩიპის დახმარებით.

 

შედეგბსა და ჩამოსატვირთ სერთიფიკატს იხილავთ ვებ გვერდზე გარბენის დასრულების შემდეგ.

 

კლასიფიკაცია მიმდინარეობს AIMS/IAAF ის წესებითა და რეგულაციებით. ათლეტის ასაკობრივი ჯგუფი/კატეგორია განისაზღვრება მისი დაბადების თარიღით.

 

ასაკობრივი ჯგუფები:

  • 16 წლამდე 14-15 ასკობრივი კატეგორია (მხოლოდ 10 კმ-იანი გარბენი)
  • 18 წლამდე – 16-17 ასაკობრივი კატეგორია
  • 20 წლამდე – 18-19 ასაკობრივი კატეგორია
  • ძირითადი 20-29 ასაკობრივი კატეგორია
  • უფროსები 30-34 ასაკობრივი კატეგორია
  • უფროსები 35-39 ასაკობრივი კატეგორია
  • უფროსები 40-44 ასაკობრივი კატეგორია
  • უფროსები45-49 ასაკობრივი კატეგორია
  • უფროსები 50-54 ასაკობრივი კატეგორია
  • უფროსები 55-59 ასაკობრივი კატეგორია
  • უფროსები 60-64 ასაკობრივი კატეგორია
  • უფროსები 65-59 ასაკობრივი კატეგორია
  • უფროსები 70-74 ასაკობრივი კატეგორია
  • უფროსები 75-79 ასაკობრივი კატეგორია
  • უფროსები 80-84 ასაკობრივი კატეგორია

 

სტარტისთის საჭირო დოკუმენტაციის მიღება და დაგვიანებული რეგისტრაცია

„სასტუმრო კოლიზეუმ მარინას“ შიდა კორტები

 

სტარტისთის საჭირო დოკუმენტაციის მიღება და დაგვიანებული რეგისტრაცია

  • 2019 წლის 18 აპრილი, ხუთშაბათი, 17:00-20:00
  • 2019 წლის 19 აპრილი, პარასკევი, 17:00-20:00
  • 2019 წლის 20 აპრილი, შაბათი, 10:00-16:00

 დაგვიანებული რეგისტაციის საფასურის გადახდა ხდება ხელზე.

 

სარბენი ნომრის გადაცვლა სხვა მორბენალზე

სარბენი ნომრის სხვა მორბენლისთვის გადაცვლს შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ ავტორიზებული, მეორე მორბენლის მიერ ხელმოწერილი ფორმა თქვენი მონაცემებით. (სახელი და გვარი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელექტრონული ფოსტა, მობილურის ნომერი), ასევე მონაწილეობის დამადასტურებელი ოფიციალური მეილი და თქვენი პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

 

გაითვალისწინეთ : ნახევარმარათონის სარბენი ნომრის გადაცვლა ნახევარმარათონის სარბენ ნომერზე შესაძლებელია, შესაბამისად, მხიარული გარბენის მხიარულ გარბენზე გადაცვლაც. ასევე შესაძლებელია ნახევარმარათონის სახალისო გარბენზე გადაცვლაც, მაგრამ, სამწუხაროდ, თანხის დაბრუნება არ ხდება. ასევე, ხდება მხიარული გარბენის გადაცვლა ნახევარმარათონზე, მაგრამ საჭიროა 20 ლარის დამატება ხელზე.

 

  • 2019 წლის 18 აპრილი, ხუთშაბათი, 17:00-20:00
  • 2019 წლის 19 აპრილი, პარასკევი, 17:00-20:00
  • 2019 წლის 20 აპრილი, შაბათი, 10:00-16:00

 

ნებისმიერი გადაცვლისთვის დამატებითი 5ლარის გადახდა ხელზე.

 

გასახდელები, შესანახი ოთახი და შხაპი

გასახდელები განთავსებულია „სასტუმრო კოლიზეუმ მარინას“ შიდა კორტებზე.

 

შესანახი ოთახები განთავსებულია „სასტუმრო კოლიზეუმ მარინას“ შიდა კორტებზე. მიაკარით სტიკერი, რომელიც გადმოგეცემათ სასტარტო ნაკრებთან ერთად მორბენლის ჩანთას და შემდეგ ჩააბარეთ მოხალისეს.

 

გაითვალისწინეთ: შესანახ ოთახში მიიღება მხოლოდ ოფიციალური მორბენლის ჩანთა სტიკერით. შესანახი ოთახი დაცულია, მაგრამ საორგანიზაციო ჯგუფი პასუხს არ აგებს დაკარგულ ნივთებზე.

 

იგეგმება შხაპი ყველა მორბენლისათვის (პრიზები)

 

მოგზაურობა ბათუმში და პარკინგი

გთხოვთ თვითონ დაგეგმოთ ვიზიტი ბათუმში. შეზღუდული პარკინგ ადგილებია შენობებში, ასევე შეგიძლიათ მანქანა სასტუმროსთან ახლოს, ქუჩაში გააჩეროთ.

 

გაითვალისწინეთ: გარბენის დღეს, 16:00 იდან 22:30-მდე, გზებზე მოსალოდნელია შეფერხება, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებსაც შეეხება.

 

განთავსება

კოლიზეუმ მარინა გთავაზობთ სპეციალურად გარბენის მონაწილეებისათვის შექმნის პაკეტებს. მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდებით, შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს.

 

მარშრუტები

ყველა საჭირო ინფორმაციას მარშრუტების შესახებ განყოფილება „მარშრუტი/რუკა“-ში იპოვით.

 

ძალის აღმდგენები გარბენის მარშრუტზე

10 კმ გარბენი - აღნიშნულ მარშრუტზე ძალის აღმდგენი პუნქტი არის 5,5 კმ-ში. გარბენის დასრულების შემდეგ START/FINISH-თან მიიღებთ ბანანსა და მინერალურ წყალს.

 

21,1 კმ ნახევარმარათონი - ძალის აღმდგენი პუნქტები მარშრუტზე განთავსებულია ყოველ 5,5 კმ-ზე, 10,3 კმ-ზე და 16,6 კმ-ზე. გარბენის დასრულების შემდეგ START/FINISH-თან მიიღებთ ბანანსა და მინერალურ წყალს.

 

 

სამედიცინო დახმარება

სამედიცინო დახმარების პუნქტი განთავსებულია START/FINISH-თან, ასევე, მთელ მარშრუტზე მობილური ჯგუფების სახით.

 

პასუხისმგებლობა

საორგანიზაციო ჯგუფის პასუხისმგებლობა მონაწილეების წინაშე შემოიფარგლება მხოლოდ განზრახ და უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისთვის. ეს არ მოიცავს ჯანმრთელობის დაზიანებას გარბენის დროს.

 

სხვადასხვა

მონაწილე აცხადებს, რომ ის ფიზიკურად მზადაა გარბენში მონაწილეობისთვის და მისი ჯანმრთელობა შემოწმებულია ექიმის მიერ. ორგანიზატორი იტოვებს უფლებას უარი თქვას მორბენალზე (მის მონაწილეოზე გარბენში). თანხა უკან არ ბრუნდება.

 

მონაწილე თანახმაა, გამოყენებულ იქნას რეგისტრაციის დროს მითითებული ინფორმაცია, ფოტო სურათები, ვიდეოები და ინტერვიუები ნებისმიერ მედია საშუალებაში ანაზღაურების გარეშე.

 

გარბენი ტარდება ნებისმიერ ამინდში. მაგრამ, საორგანიზაციო ჯგუფი იტოვებს უფლებას „გარდაუვალი საფრთხის“ მოახლოების შემთხვევაში, მაგალითად, შტორმი, ფორსმაჟორული სიტუაცია, ტერორისტული თავდასხმა და სხვა, შეწყვიტოს/გააუქმოს გარბენი მონაწილეობის საფასურის დაბრუნების გარეშე.

 

IAAF და AIMS წესები ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ THE GREAT BATUMI NIGHT RACE წესდებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოცემული ინფორმაცია ზუსტია, მაგრამ ექვემდებარება განახლებას.


მდებარეობა
  • შერფი ხიმშიაშვილის ქ. 16, ბათუმი, აჭარა, საქართველო
  • მობილური
  • 555 07 88 00
  • ელ-ფოსტა
  • info@batumi-marathon.com