მარშრუტი და რუკა


ძვირფასო მორბენალო! მოსახერხებელი-სწრაფი-დაუვიწყარი! ეს იყო ჩვენი ჩანაფიქრი, როდესაც თქვენთვის ვადგენდით ნამდვილად დაუვიწყარ მარშრუტს უმშვენიერეს ქალაქ ბათუმში. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა დატკბეთ ბულვარით შავი ზღვის სანაპიროზე, აჭარის  მთების ულამაზესი ხედით, ძველი ქალაქით, პორტითა და, რა თქმა უნდა, საოცრებათა პარკით- იხილავთ ანბანის კოშკსა და შეხვდებით ალისა და ნინოს.

მათ, ვისაც ნახევარ-მარათონის 21,1 კმ-იანი მარშრუტი ზედმეტად რთულად ეჩვენება, გთავაზობთ 10 კმ-იან გარბენს.

 

 

მანძილიდასაწყისი
10 კმ გარბენი 19:30 h
21,1 კმ ნახევარმარათონი 19:30 h
500 მ ბავშვთა გარბენი 18:40 h
1000 მ ბავშვთა გარბენი 18:50 h

 

იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ დროში ვერ ჩაეტევით, გთხოვთ ისარგებლოთ ტროტუარით და ისე დაასრულოთ გარბენი.

 

მარშრუტი გზაზე მონიშნულია ლურჯი საღებავით. ყოველ კილომეტრზე განთავსდება ნიშნული კილომეტრის მაჩვენებლით. მარშრუტის უმეტეს ნაწილს ასფალტი წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ გზის მცირე ნაწილს ქვაფენილი წარმოადგენს, მაგრამ მოცემული მონაკვეთი პატარა ქვებისგან შედგება და თქვენ შენელებას არ განაპირობებს.

 

გზა გარბენის მიმდინარეობის დროს თავისუფალია მონაწილეებისთვის. გთხოვთ, დაემორჩილოთ პოლიციისა და ჩვენი მოხალისეების მითითებებს.

 

დაახლოებით ყოველ 5 კმ-ში (5,5 კმ-ში 10 კმ და ნახევარმარათონის მორბენლებს / 10,3 კმ-ში და 16,6 კმ-ში ნახევარმარათონის მორბენლებს) თქვენ შეგხვდებათ სპეციალურად ორგანიზებული პუნქტები, სადაც ჩვენ შემოგთავაზებთ მინერალურ წყალს და ბანანის ნაჭრებს ძალების აღსადგენად. ცხელი ამინდის შემთხვევაში (+25° ზემოთ) ჩვენ უზრუნველვყოფთ წყლის დამატებით მოწოდებას და საშხაპეებს. გარბენის დასრულების შემდგომ, თქვენ ასევე გექნებათ წახემსების საშუალება.

 

სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდონი იქნება მარშრუტსა და START-FINISH-თან. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ სხვა მორბენლებსაც და მათი ცუდ მდგომარეობაში დაფიქსირებისას შეატყობინოთ უახლოეს სამედიცინო პუნქტს.

 

იქნება ბევრი გართობა! არ აქვს მნიშვნელობა ხართ თუ არა აქტიური მორბენალი, შეგიძლიათ გახდეთ გარბენის აქტიური მონაწილე და გაამხნევოთ მონაწილეები.

 

სტატისტიკის მიხედვით, ამინდის სავარაუდო პროგნოზი აპრილის თვეში:

+ 15,6°C ტემპერატურა დღის განმავლობაში

მზიანი პერიოდი - 4 საათი და 15 წუთი

14 წვიმინი დღე აპრილში

ჰაერის ტენიანობა 76%

 

[წყარო: Wikipedia (German) Batumi]


მდებარეობა
  • შერფი ხიმშიაშვილის ქ. 16, ბათუმი, აჭარა, საქართველო
  • მობილური
  • 579 88 00 00
  • ელ-ფოსტა
  • info@batumi-marathon.com